პუბლიკაციები
რატომ გაქრა თბილისში მარილი, შაქარი, ფქვილი, კარაქი და სიგარეტი - საქინფორმი

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. „ნებისმიერი ქვეყანა, იქ ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიის გახსნიდან ერთი წლის შემდეგ, იქცევა ამერიკულ კოლონიად“, - განაცხადა სომხეთის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა გრიგორ გრიგორიანმა. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო უკვე დიდი ხანია არის ამერიკის კოლონიაა, მას შემდეგ, რაც სენატორმა ლუგარმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2011 წელს აქ ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორია გახსნეს. მაგრამ მაშინ რატომ გაქრა გუშინ "ამერიკის კოლონიაში" მაღაზიებიდან მარილი, შაქარი, ფქვილი, ზეთი და სიგარეტი?

იგივე მიზეზით, რაც 2 წლის წინ, როცა მაღაზიებიდან ტუალეტის ქაღალდი გაქრა - დაიტაცეს, როცა თბილისში კორონავირუსის პირველი 20 შემთხვევა დაფიქსირდა! იმავე მიზეზით, რაც გასულ კვირას, როცა თბილისელებმა აფთიაქებიდან დაიტაცეს მთელი იოდი - ბოლო ფლაკონამდე, რათა დაელიათ ის, "ზაპორჟის ატომურ ელექტროსადგურზე ატომური აფეთქების შემდეგ, რომელსაც რუსები უტევენ"!

ანუ მიზეზი არის პანიკა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობაში აბსურდული ფეიკებით შეგნებულად თესავენ პროვოკატორები - რუსოფობები "სააკაშვილის სექტორიდან", რომლებიც მთელი დღეები დაძრწიან ქუჩებში, ლურჯ-ყვითელ დროშებში გახვეულები და გაჰყვირიან - "Слава Украине! Путин - ...“, ტელეეკრანებიდან და ფეისბუკში გვაბულინგებენ!

აი როცა ცნობილი გახდება იმ ქვეყნების სია, სადაც პუტინი, გუშინწინ ხელმოწერილი ბრძანებულების საფუძველზე, აკრძალავს რუსული პროდუქციისა და ნედლეულის ექსპორტს "რუსული მრეწველობის უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად"; და როცა თბილისის ბენზინგასამართ სადგურებიდან გაქრება ბენზინი, რომლის ფასიც ამერიკულს ეწევა, მესაბოტაჟე-მავნებლები გაყუჩდებიან, რადგან ქართველი ხალხის რისხვა, როგორც 2012 წელს, ისევ მათ და არა რუსეთს დაატყდება თავს!

ცნობისთვის: პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სპეციალური ღონისძიებების შესახებ. სახელმწიფოს მეთაურმა დაავალა წლის ბოლომდე ქვეყნიდან გარკვეული პროდუქტებისა და ნედლეულის ექსპორტსა და იმპორტზე აკრძალვის დაწესება, რომელთა ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს. „მრეწველობის უსაფრთხოებისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ვადგენ: 2022 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოფილი იქნეს შემდეგი სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენება“, - ნათქვამია განცხადებაში.