აქტუალური
რუსეთი ლუგარის ცენტრს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. თბილისში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი კიდევ ერთხელ გახდა მოსკოვის სამიზნე, რომელმაც ის ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მიგვაჩნია, რომ 2007 წელს ღორის აფრიკული ჭირის შტამი მომატებული გადამდებობით სწორედ პენტაგონის დაქვემდებარებაში არსებულ ქართულ ბიოლაბორატორიაში შეიქმნა“, – იტყობინება „ინტერფაქსი“ რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების უფროსის, იგორ კირილოვის სიტყვებზე დაყრდნობით. კირილოვის თქმით, მისმა გავრცელებამ სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენა რიგ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინას და პოლონეთს და ისინი ღორის ხორცის ექსპორტიორი ქვეყნების სიიდან გამორიცხა“.

7 მარტს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი პროგრამების ფარგლებში უკრაინაში 30 ბიოლოგიური ობიექტი ფუნქციონირებს, რომლებიც „სახიფათო ინფექციების“ პათოგენებზე მუშაობენ. კირილოვის თქმით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამ ლაბორატორიებში „ბიოაგენტების“ განადგურების ბრძანება გასცა. კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებების გამოცდის საბაბით, უკრაინიდან აშშ-ის უოლტერ რიდის სახელობის სახმელეთო ძალების კვლევით ცენტრში პაციენტების, უპირველეს ყოვლისა, სლავური ეთნოსის წარმომადგენლების, რამდენიმე ათასი სისხლის შრატის ნიმუში გადაიტანეს“, – განაცხადა კირილოვმა.