პოლიტიკა
რუსებზე თავდასხმები ფაშიზმია, აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი - საქინფორმი

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის სტუდენტებისა და კულტურის მოღვაწეებზე განხორციელებულ თავდასხმებს ფაშიზმის გამოვლინება“ უწოდა. ჩვენ ვგმობთ რიგ ქვეყანაში მიმდინარე თავდასხმებს რუსეთის სტუდენტებსა და კულტურის მოღვაწეებზე, ასევე რუსული კულტურის კრიტიკას. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედებები მიუღებელია. ეს არის ფაშიზმის გამოვლინება, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს უკრაინელი ხალხის კანონიერი ბრძოლისთვის!“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში გამოსვლისას. ერდოღანმა ასევე შეადარა ის, რაც ხდება ალქაჯებზე ნადირობას“.