პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა

mishelin-kelmi-reyშვეიცარიის პრეზიდენტ მიშელინ კალმი-რეის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა როგორც ორმხრივი, ისე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო.

როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას სწორედ შვეიცარია ასრულებს. მიხეილ სააკაშვილსა და მიშელინ კალმი-რეის პირისპირ შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ისეთ საკითხებს დაეთმო, რომლებიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებსაც შეხვდება.