პოლიტიკა
ვანო მაჭავარიანი ზურაბიშვილზე: მიკვირს ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ნებისმიერი რუსი, რომელსაც გააჩერებ და დაგელაპარაკება, არაა ტურისტად ჩამოსული - ეს არის მტრული სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი, რომლის ნაწილიც გამოექცა რეჟიმს, მაგრამ ნაწილში აუცილებლად არის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის განცხადებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიერ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი აქტივობების განხორციელების ტენდენცია არ შეიმჩნევა.

პოლიტოლოგის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში შემოსული 20-25 ათასი ტურისტიდან ერთი აგენტიც ვერ აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, თუ ქვეყანაში შემოსულმა რუსმა ტურისტებმა დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს, საქართველო, როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებული იქნება სტატუსი მიანიჭოს მათ.

მისივე თქმით, ქვეყანაში მათი ყოფნა, თუნდაც დევნის სტატუსით სოციალურ, ეკონომიკურ, საინფლაციო და ადამიანურ პრობლემებს შექმნის.

მთავარი პრობლემა ხელისუფლების, ტყუილია. 25 ათასმა რუსმა ტურისტმა უცბათ გადაწყვიტა და წამოვიდა როგორც ტურისტი? - ეს ხომ დიდი ტყუილია.

ნებისმიერი რუსი, რომელსაც გააჩერებ და დაგელაპარაკება, არ არის ტურისტად ჩამოსული. ის გამოიქცა, ის არის დევნილი, ის ცდილობს, რომ არ აღმოჩნდეს ომში. არის კატეგორია, რომელმაც თავის რესურსებთან ფინანსური წვდომა დაკარგა, უკვე ის ცხოვრება შეუძლებელი ხდება, რადგან მიაჩნიათ, რომ 1937 წელი დაიწყო რუსეთში, რადგან ყველას იჭერენ, ფაქტობრივად ისინი დევნილები არიან. ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. შესამუშავებელია პოლიტიკა, რადგან მაგალითად, თუ ნებისმიერმა ჩამოსულმა რუსმატურისტმაგააკეთა განცხადება და ახსენა ომი უკრაინაში მას უკვე 15 - წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი, ეს ადამიანები სანამ პუტინის რეჟიმი არ ჩამოიშლება შეეცდებიან, რომ საქართველოში იყვნენ, მოითხოვონ დევნილის სტატუსი და როგორც კონვენციის წევრი ქვეყანა ვალდებული იქნები , რომ სტატუსი მისცე. მათი ყოფნა თუნდაც დევნის სტატუსით ქმნის სოციალურ, ეკონომიკურ, საინფლაციო, ადამიანურ პრობლემებს. ამ ადამიანებს წარმოიდგინეთ ბანკომატიდან ფული ვერ გამოაქვთ, რაღაცით ხომ უნდა იარსებონ, ამიტომ უნდა იყოს პირდაპირი საუბარი ამათ სტატუსზე ვინ არიან ესენი, მათ შორის გაეროს ლტოლვილთა კომისიასთან, ძალიან აქტიური მუშაობა უნდა მიდიოდეს. ამ 25 000 ადამიანში, წარმოუდგენელია, 1 აგენტიც ვერ აღმოაჩინეს? და ასე მარტივად შემოვიდა ყველა? ესენი ხომ არ არიანქართული ოცნებისბანაკებში განლაგებულები, მოსახლეობაში არიან გავრცელებულები და ადამიანებსაც აინტერესებთ, რომ 1 თვე იქირავებს, 2 თვე იქირავებს და მესამე თვეს, რომ ვერ გადაიხდის მერე რას ვშვებით? ტურისტი გაგიგიათ 1 წლით ჩამოსული? ანუ გადმოვიდა, როგორც დევნილი - გამოექცა რეჟიმს, რასაც ყველა ამბობს.

ჩვენი ოფიციალური უწყება გადასულია ჩვენს მოსმენაზე. ჩვენ ხომ კარგად გვისმენენ? ემსახურებიან ამ რეჟიმს. სიცრუეა, რომ თურმე ამ 20-25 ათასში არ შეიმჩნევა ტენდენცია რაღაც აგენტურის - ეს ხომ წარმოუდგენელია, ეს ჩვენი მოტყუებაა იმიტომ, რომ ორ დღეში სად გაარკვიეს ეს ყველაფერი? ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამერიკელებთან ერთად, ევროპელებთან ერთად ამ აგენტურის გამოვლენის. მიყურადების გაათმაგება მოუწევთ, თუ რა საქმიანობით არიან დაკავებულები და ამის შემდეგ თქვან შეიმჩნევა თუ არა რაიმე ტენდენცია. ეს არის მტრული სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილი, რომლის ნაწილიც გამოექცა რეჟიმს, მაგრამ ამ ნაწილში აუცილებლად არის რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები, ჩვენ ეს გვინდა თუ არ გვინდა“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

პოლიტოლოგი ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არის უცხო ადამიანი და აკეთებს განცხადებებს, რომლებიც არ ჯდება საერთო ქართული სახელმწიფოს განვითარების გეგმაში.

მე ადრეც ვთქვი, რომ პარიზში ჩასვლა დასჭირდა მას, რომ დაენახა, თურმე საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს, მაგრამ როგორც კი შენიშვნა მისცეს დაქართულმა ოცნებამძალიან მკაცრად გააკრიტიკა, სულელური განცხადებები შეახსენა და .., კიდევ ერთხელ დაადასტურა ინტერვიუში, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი. 2008 წლის ანალიზი, რომ გაკეთდა მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით, რასაც ახლა უკრაინელები აკეთებენ, რატომ არ ელოდებიან ისინი კიევთან? ყველგან ხვდებიან სადაც საშუალება არის. ანალიზი გაკეთებულია, რომ ცხინვალში ჩვენი გმირი მებრძოლების მიერ შეკავება რუსების შენაერთების ის დრო მოაგებინა ქართულ სახელმწიფოს, რომ ისინი თბილისში არ შემოვიდნენ და ამას ყველა ამბობდა. ანუ საკუთარ ჯარს აკრიტიკებ, რომ რუსეთის ჯარი შეაჩერა ცხინვალის რეგიონში, რომ არ შემოსულიყო არც გორში და მაქსიმალურად დრო მოეგო, რომ თბილისამდეც არ შესულიყო და საერთაშორისო მექანიზმები ამუშავებულიყო და საფრანგეთის პრეზიდენტს სარკოზის მისცემოდა შესაძლებლობა, რომ უარი ეთქვა რუსებს თბილისში შემოსვლაზე - ეს არის რეალობა. ქალბატონი პრეზიდენტი ნუთუ არ იცნობს ამ ინფორმაციას, რატომ გვატყუებს ან რატომ იტყუებს თავს. მისი გამოსვლა პარლამენტში - უბრალოდ მე ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, ვინც იმედებს აგებს ამ ქალზე. მე ის არ მიმაჩნია ქართველ პოლიტიკოსად, ის არის უცხო ადამიანი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მოინდომა და დაგვინიშნა პრეზიდენტად. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და ამიტომ ის აკეთებს რაღაც განცხადებებს, რომელიც არ ჯდება საერთო ქართული სახელმწიფოს განვითარების გეგმაში. დააბრალო საკუთარ ქვეყანას, რომ თავის ტერიტორიაზე შეაკავა ჯარი, რადგან რუსეთს არ დაეპყრო საქართველო და თბილისი - უბრალოდ ეს ძალიან დიდი დანაშაულია, - განაცხადა მაჭავარიანმა.