პოლიტიკა
ნინო კალანდაძე: „ბაღაფშის გარდაცვალება პოლიტიკურ ვითარებას არ ცვლის“

kalandadzeამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ვითარება საოკუპაციო წარმომადგენლების მიერ იმართება, პროგნოზი ძნელი გასაკეთებელია, თუმცა ვითარება არსებითად არ იცვლება“.

რაც შეეხება არჩევნებს, კალანდაძის განცხადებით, ეს იქნება არალეგიტიმური არჩევნები.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, იქნება ეს არალეგიტიმური არჩევნების ფორმით, თუ სხვა სახით, ამ ეტაპზე ჩვენთვის სრულიად არალეგიტიმურია, რადგან საქართველოს არცერთ ტერიტორიაზე განყენებულად არავის აქვს უფლება, დამოუკიდებელი, სეპარატისტული ხასიათის არჩევნები ჩაატაროს. ასეთი სახით არჩევნები საერთაშორისო თვალსაზრისითაც არალეგიტიმური და იურიდიული ძალის არმქონეა. შესაბამისად, ჩვენთვის ვითარება არ იცვლება“, – განაცხადა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მიმდინარე წლის 29 მაისს გარდაიცვალა.