აქტუალური
დონალდ ტუსკი: გაერთიანებულმა სამეფომ 50 ვიზა მისცა უკრაინელ ლტოლვილებს იმ დროს, როცა პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭოს ყოფილი და „ევროპის სახალხო პარტიის“ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტუსკი უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ტვიტს აქვეყნებს.

სოლიდარობა მოქმედებაში. გაერთიანებულმა სამეფომ 50 ვიზა მისცა უკრაინელ ლტოლვილებს იმ დროს, როდესაც პოლონელებმა ორ კვირაში 1,2 მილიონი უკრაინელი მიიღეს, – წერს დონალდ ტუსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სიტყვებს ციტირებს: ჩვენ გულუხვები ვართ, როგორც შეგვიძლია, ჩვენ ძალიან, ძალიან გულუხვები ვართ.