აქტუალური
რუსეთმა იმ ქვეყნების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ, აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო არ არის

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. რუსეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ „არამეგობრულ ქმედებებს“ ახორციელებენ.

აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო არ არის.

რუსეთის მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით არამეგობრულ ქვეყანათა სიაში მოხვდნენ:

ავსტრალია

დიდი ბრიტანეთი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

ისლანდია

კანადა

ლიხტენშტეინი

მონაკო

ახალი ზელანდია

ნორვეგია

კორეა

სან-მარინო

სინგაპური

ამერიკის შეერთებული შტატები

ტაივანი

უკრაინა

მონტენეგრო

შვეიცარია

იაპონია

დოკუმენტის თანახმად რუსეთის ფედერაცია, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ ფინანსური ვალდებულებები იმ ქვეყნების კრედიტორების მიმართ, რომლებიც არამეგობრულ ქვეყანათა ჩამონათვალში მოხვდნენ, მათ გასტუმრებას რუბლში შეძლებენ.

გარდა ამისა, რუსული ფირმების ყველა ტრანზაქციას მოქალაქეებთან და ჩამონათვალში შემავალი სახელმწიფოების კომპანიებთან დაამტკიცებს უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისია.