საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის, სესხებისა და გრანტების სახით 723 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
„მსოფლიო ბანკის ჯგუფი იღებს სწრაფ ზომებს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად რუსეთის შემოჭრით გამოწვეული ძალადობისა და უკიდურესი შეფერხების ფონზე“, - ნათქვამია ბანკის პრეზიდენტის, დევიდ მალპასის განცხადებაში.
ბანკში აცხადებენ, რომ ეს თანხა დაეხმარება უკრაინის მთავრობას მნიშვნელოვანი სერვისების უზრუნველყოფაში, მათ შორის საავადმყოფოს თანამშრომელთა ხელფასების, ხანდაზმულების პენსიებისა და სოციალურად დაუცველების პროგრამების დაფინანსებაში .
ბანკის განმარტებით, პაკეტში შედის დაფინანსება გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, იაპონიიდან, დანიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და ისლანდიიდან.
მსოფლიო ბანკის განცხადებით, აგრძელებენ მუშაობას ქვეყნისთვის დახმარების კიდევ ერთი, 3 მილიარდი აშშ დოლარის, მოცულობის პაკეტის დამტკიცების მიზნით.
ბანკი ასევე დაჰპირდა დამატებით დახმარებას უკრაინის მეზობელ ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინიდან უკვე 1.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღეს.
interpressnews.ge