რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ზოროს ნიშანი“ - საქართველოს ხელისუფლება უნდა გაუსწორდეს ნაცისტებს, სანამ რუსეთმა უკრაინაში ოპერაცია „Z“ არ დაასრულა!

     „ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპული ქვეყნები ასე იქცევიან და თქვენი არ ესმით! - მიმართა პუტინს გერმანიის მოქალაქე რენე ჰერმანმა. მე მთლიანად მხარს ვუჭერ თქვენს მოსაზრებას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ევროპაში ისეთი კონტროლის ქვეშ ვიმყოფებით, რომ რუსეთის დროშით ქუჩაში გასვლა არარეალურია - მაშინვე პოლიცია მოვა და დაგაპატიმრებს, აი თუ ხელში უკრაინულ დროშას აიღებ, ქუჩაში გახვალ და იყვირებ - „პუტინი საზიზღარია!“ და ასე შემდეგ, მაშინ - კი, ბატონო! ეს არ მესმის და ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი ევროპელი სიმართლეს ვერ ხედავს... სიმართლე არასასიამოვნოა, მისი მოსმენა არავის სურს, ხოლო ადამიანები, რომლებიც ცრუობენ, იმას ლაპარაკობენ, რისი მოსმენაც ხალხს უნდა. ამიტომ ის, ვინც სიმართლეს ამბობს, ყოველთვის მარტო დგას, ხოლო ის, ვინც ცრუობს, ბრბოს კრებს! აი რა არის პრობლემა! რაღას არ აკეთებს ჩვენი მედია, რომ რუსეთი, რუსები და თქვენ შეურაცხგყოთ, ეს სამარცხვინოა! იქ ყველა ფაშისტია, ნამდვილი ღორი, და ეს ზელენსკი ამ ტრეკიდან უნდა მოაშორონ, არ შეიძლება, რომ მან ამ პლატფორმაზე ითამაშოს!“ (სრულად იხ. აქ).

   „ის, ვინც სიმართლეს ამბობს, მუდამ მარტოა“ - გერმანელი მეწარმის ამ სიტყვებმა ზვიად გამსახურდია გამახსენა, რომელიც ამბობდა, რომ „დინების მიმართულებით მხოლოდ მკვდარი თევზები მიცურავენ“. ახლა, როგორც ყოველთვის, ვიტყვი იმას, რაზეც დუმს ქართული მედია და რასაც ფიქრობს ქართველი ხალხი.

ქართველ ხალხს უყვარს რუსეთი და რუსები და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავს ნატოსა და ამერიკას! ქართველ ხალხს სძულს სააკაშვილი და ოპოზიცია, ზელენსკი და კიევის ხელისუფლება! ქართველი ხალხი ელოდება, როდის გაუსწორდება პრემიერი ღარიბაშვილი სააკაშვილის ნაცებს, როგორც პრეზიდენტი პუტინი გაუსწორდა უკრაინელ ნაცისტებს!

საქართველოს ხელისუფლება თავად უნდა გაუსწორდეს აქაურ ნაცისტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას რუსეთი გააკეთებს - მას შემდეგ, რაც უკრაინაში დენაციფიკაციას დაასრულებს!

8 წლის განმავლობაში - 2004-დან 2012 წლამდე - სააკაშვილის რეჟიმი აწამებდა და ხოცავდა საქართველოს მოქალაქეებს, სანამ დასავლეთმა არ აღიარა, რომ ისინი ჯალათები და მკვლელები არიან!

8 წლის განმავლობაში - 2014-დან 2022 წლამდე - კიევის რეჟიმი აწამებდა და ხოცავდა უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეებს, მაგრამ დასავლეთმა არ აღიარა, რომ ისინი ჯალათები და მკვლელები არიან!

დღეს რუსეთი უკრაინის უზარმაზარ ტერიტორიაზე სახმელეთო საჯარისო და, ამავდროულად, ჰუმანიტარულ ოპერაციას ახორციელებს შერეული - სამხედრო და პოლიციური ძალებით, მსგავსი რომ არცკი დაესიზმრებათ აშშ-სა და ნატოს ქვეყნებს! რუსეთი ახდენს ათასობით მსურველის ევაკუაციას რუსეთში, ჩასულებს უზრუნველყოფს საცხოვრებლითა და ყველა საჭირო ნივთით, დარჩენილებს კი ადგილზე ეხმარება სურსათ-სანოვაგით, აღმოუჩენს სამედიცინო დახმარებას, აღადგენს წყალ და ენერგომომარაგებას. რუსეთი ქირურგიული მეთოდებით მოკვეთს დაავადებულ ქსოვილს - უკრაინელ ნაცისტებს, რომლებსაც იარაღის დაყრა არ სურთ - ჯანმრთელისგან, ანუ მშვიდობიანი მოსახლეობისგან. აშშ-ის ტაქტიკა კი უხეშია - ხალიჩისებური დაბომბვით აქცევს ტერიტორიას სისხლიან უდაბნოდ, თუნდაც ეს ტერიტორია იუგოსლავიის ტიპის ევროპული ქვეყანა იყოს. შემდგომ კი ამ ტერიტორიის ათვისებას იწყებენ უკრაინელი პოლიცაებისა და ბანდერელების მსგავსი ადგილობრივი მოღალატეებისგან შემდგარი დაქირავებული მებრძოლები, რომლებსაც შეიარაღებით უზრუნველყოფენ იქვე გახსნილ ამერიკულ ბაზებზე.

ოპერაცია „Z“ - უკრაინელი ნაცისტების მშვიდობისკენ იძულების რუსეთის ოპერაციას წმინდა პირობითად ვუწოდე, რადგან „Z“ - დაბეჩავებულთა და დამცირებულთა დამცველი ზოროს ნიშანია, ხოლო რუსეთის ისტორიული მისია ბედკრულთა და განკიცხულთა დაცვა, ხალხთა გაერთიანება და ნაციზმთან ბრძოლაა! სინამდვილეში მარკირება Z სამხედრო ტექნიკაზე რუსეთის არმიის აღმოსავლეთ დაჯგუფებას ნიშნავს; (Z) - ყირიმში განთავსებული სამხედრო დაჯგუფებაა; O - ბელარუსში განლაგებული სამხედრო შენაერთია; V - საზღვაო ქვეითი ჯარი, X - კადიროველები; A - სპეცრაზმი. მარკირება მოიგონეს იმისთვის, რომ რუსმა სამხედროებმა ერთმანეთი ამოიცნონ. ოპერაცია „Z“ დიდი ხნის წინ დასრულდებოდა, რომ არა იარაღი, რომელსაც დასავლეთი ნაცისტებს აწვდის. ავტომატები, „ჯაველინები“ და „სტინგერები“ კიდევ დიდხანს შეახსენებს თავს უკრაინასა და ევროპაში, სადაც ცოცხლად გადარჩენილი უცხოელი დაქირავებული მებრძოლები დაბრუნდებიან.

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც „ფერადი რევოლუციები“ და ნატოს სამხედრო ოპერაციები მთელ მსოფლიოში ჩაფლავდა და აშშ-მა ძლივს გაასწრო სირიიდან და ავღანეთიდან, აშშ-მა მყისვე განაგრძო რუსეთის წინააღმდეგ ომი უკრაინაში უკრაინელების ხელით, მძევლად აიყვანა რა მშვიდობიანი მოსახლეობა - ქალები, ბავშვები და მოხუცები, რაკიღა იცოდა, რომ რუსეთი არ ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას, მით უფრო - სლავებს. გეგმის მიხედვით შემდეგი - საქართველოა! ქართველებმა მხოლოდ ახლა გააცნობიერეს, რატომ აწვდიდნენ მათ ზღვა „ჯაველინებს“! საქართველოს მთავრობამ დღეს განუცხადა აშშ-ის ელჩს: „კმარა! ნუ აურევთ ერთმანეთში მეგობრობას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნასთან!“. არა, ღარიბაშვილს სინდისი სუფთა აქვს - მან ათასჯერ მეტი გააკეთა, ვიდრე სააკაშვილმა 9 წლის განმავლობაში, რათა საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ გერმანიის კანცლერმა ამ საქმეს წერტილი დაუსვა - უკრაინა და საქართველო არ მიგვიღია და არც მივიღებთო!

   საქართველოს პრეზიდენტი გამსახურდია იმიტომ მოკლეს, რომ ის დასავლეთის მარიონეტად არ იქცა, დღეს დასავლეთის მარიონეტად არ იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი. რა ვქნათ? დავიცადოთ, სანამ მიშას ზონდერბრიგადები კვლავაც არ შეუდგებიან საქართველოს მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, როგორც დღეს ამას სჩადიან უკრაინაში „აზოვი“ და სხვა ნაცისტური ფორმირებები?! და ნუ უყურებთ ათას უსაქმურს, ნარკომანს, პედერასტს და მეძავს რუსთაველის პროსპექტზე, სადაც ფულსა და ნარკოტიკებს არიგებენ - ნამდვილი ბოევიკები, სამხედროები და სპეცნაზი, სააკაშვილის ოფიცრები და გენერლები მიტინგებზე არ დადიან, ისინი აყალიბებენ ბრიგადებს და ელოდებიან, როდის დაბრუნდებიან უკრაინიდან მათი ხუთ ომგამოვლილი მეგობრები (ერაყში, ავღანეთში, ცხინვალსა და სამი - დონბასში) – „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები მერაბიშვილის, ოქრუაშვილის, ადეიშვილის, საყვარელიძის, ცისკარიშვილისა და არახამიას მეთაურობით! აქ მათ ყურაშვილი, ჭანკოტაძე და დანარჩენები დახვტებიან - „სამხედროები სამხედროებს ტყვიებს არ დაუშენენ!’, თვლიან ისინი, „ამიტომ საწყობები „ჯაველინებითა“ და ქართული არმიის მძიმე ტექნიკით ჩვენ განკარგულებაში აღმოჩნდება!“. მათ განკარგულებაშია თავდაცვის ხუთი ყოფილი მინისტრი - ოქრუაშვილი, ბარამიძე, ალასანია, კეზერაშვილი და ხიდაშელი, რომლებმაც უველა „პაროლი“, ანუ საიდუმლო იციან!

   როგორ ავიცილოთ თავიდან სამხედრო გადატრიალება საქართველოში, რომლის სპონსორიც იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით უკმაყოფილო აშშ? ხელისუფლებით, რომელიც ზედმეტად პროქართული აღმოცნდა და რომელსაც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა არ სურს? უკრაინაში დღევანდელმა მოვლენებმა არქივს ხომ ჩააბარა ნატოს ერთობლივი წვრთნები საქართველოში, რეგიონული უსაფრთხოების შავი ზღვის კონცეფცია, საქართველოში ნატოს სასწავლო და საბრძოლო მომზადების ცენტრები, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება თბილისში.

1. პირველ რიგში, აუცილებელია ეთერი გაეთიშოს ნაცისტურ პროპაგანდას და ყადაღა დაედოს „სიცრუის იმპერიის“ - „მთავარი არხის“, „პირველის“ და „ფორმულას“ ქონებას.

2. საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი სისხლის სამართლის პასუხისგების შესახებ მედიასა და სოცქსელებში ფეიკების გავრცელებისთვის. ამ კანონის საფუძველზე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ ნაცისტები, რომლებიც ანგარიშსწორებით ემუქრებიან ყველაფერ „პრორუსულს“ – „რუსეთუმეებს“, რუსულენოვნებს, რუსეთიდან და ბელორუსიდან ჩამოსულ სტუმრებს - ტურისტებსა და ვიზიტორებს, რუს ინვესტორებს, რუსეთის მოქალაქეებს, ასევე „მთავარი არხის“, „პირველის“ და „ფორმულას“ რუსოფობი პროვოკატორი სახეები.

3. აუცილებელია დაუყოვნებლივ გაუქმდეს ნეონაცისტური იდეოლოგიის პარტიების - სააკაშვილის „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების - ჯაფარიძის „გირჩის“, ხაზარაძის „ლელო“ და სხვ. - რეგისტრაცია.

4. დაუყოვნებლივ განხორციელდეს კახა ბენდუქიძის მიერ პრივატიზებული ობიექტების, ასევე ხალხის მტრების კუთვნილი კომპანიების ნაციონალიზაცია-დეპრივატიზაცია.

5. დაკავებებსაც ვერ ავცდებით: რატომ ვერ უნდა იარონ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე წესიერმა ადამიანებმა და მათმა შვილებმა, საქართველოს მოქალაქეებმა და სტუმრებმა? კიდევ რამდენ ხანს იქნება იქ გახსნილი აგრესიულად განწყობილი ნაცისტების, ნარკომანების, მეძავებისა და პედერასტების ბუნაგი?! იქ პიკზე ათას ხუთასი კაცია, ჩვენ ორ-ნახევარი მილიონი ვართ, რატომ უნდა დავუთმოთ? ბატონებო ივანიშვილო, ღარიბაშვილო, კობახიძევ, კალაძევ, რატომ ვერ უნდა იაროთ რუსთაველზე დაცვის გარეშე - თქვენ და თქვენმა შვილებმა?! როდესაც რომელიმე არამზადა ფიზიკურ ანდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მოგაყენებთ, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს და ჩვენს შვილებს, ანდა შეურაცხყოფს რუსეთის მოქალაქეებს, უკვე გვიან იქნება! საქმე მიდის მეორე „გავრილოვის დღე-ღამემდე“ ! როგორ ავუხსნათ რუსებს - რატომ იკრიბება ყოველ საღამოს თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე ვიგინდარების ბრბო, რომლებიც შეურაცხჰყოფენ რუსეთსა და მის პრეზიდენტს?! და რომელთა საკუთარი ხელით გასაგლეჯადაც ქართველი ხალხი მზადაა?!

როგორც ირაკლი კობახიძემ აღიარა, მზადდება რუსოფობიური მოქმედებები რუსებისა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ, ამიტომ აუცილებელია პრევენციულია ზომების მიღება რუსოფობიის გამღვივებელთა წინააღმდეგ! მთავარი პროვოკატორი - ერთაშორისი შუღლისა და რუსოფობიის გამღვივებელი საქართველოში მისი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, როგორ შევაჩეროთ იგი? ეგებ ფული გადავუხადოთ ანდა გადავირჩიოთ?

6. ურიგო არ იქნებოდა მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭება რუსულის - ერთადერთი ენისთვის, რომელზეც ქართველებს აფხაზებსა და ოსებთან, სომხებსა და აზერბაიჯანელებთან, ჩეჩნებთან, ინგუშებთან, დაღესტნელებთან და, რაღა თქმა უნდა, რუსებთან საუბარი შეუძლიათ!

დასასრულ - ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება უკრაინელებისა და „უკრაინელი ლტოლვილების“ დახმარებას. დავიწყებ ამ უკანასკნელით:

   მოლდოველები დღეს უკრაინელ ლტოლვილებს უკანასკნელს უყოფენ - თავისი მანქანებითა და ავტობუსებით ხვდებიან საზღვარზე, მიჰყავთ სახლებში, აპურებენ და იფარებენ. უკრაინელი „ლტოლვილები“ კი, რომელთაგან ბევრი მოლდოვაში „ლუქს“ კლასის ავტომანქანებით ჩავიდა, მოლდოველებს რესტორნებსა და კაფეებში, სალონებსა და მაღაზიებში აგინებენ - აქაოდა, რატომ გველაპარაკებით რუსულად და არა უკრაინულადო?! საქართველოს მცხოვრებლებმაც ხომ არ დაიწყონ უკრაინულის სწავლა, უკრაინელ „ლტოლვილებს“ ხომ ქართული არ ესმით, ისევე, როგორც მოლდავური, რუსულ ენაზე კი ლაპარაკს კრძალავენ?!

   რაც შეეხება დახმარებას: ისინი, ვისაც ეს დახმარება სჭირდება, მას სრულად იღებენ რუსებისგან. საწყობები თბილისში გატენილია უკრაინაში გასაგზავნი დახმარებებით, თუმცა ნახევარი საქართველო შიმშილობს! უკრაინა არასოდეს დახმარებია საქართველოს ერთი მარცვლითაც კი, ნახევარი უკრაინა - ხორბლის ყანებს მიაქვს, თუმცა საქართველო მარცვლეულს დღემდე რუსეთისგან ყიდულობს - გაზრდილი ფასებით, აზერბაიჯანის შუამავლობით! სადაა გარანტია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დახმარება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და არა ნაციონალისტურ სამხედრო ფორმირებებს, ანდა სულაც სპეკულანტებს მოხმარდება, რომლებიც მას გაყიდიან?! ბოლო 8 წლის განმავლობაში უკრაინაში უკვალოდ გაქრა პროდუქციით დატვირთული ასობით ტრაილერი, რომლებიც საქართველოსკენ მოემართებოდა, იმიტომ, რომ უკრაინა 2014 წლიდან ნაცისტური „შავი ხვრელია“!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 4 მარტი
საქართველო, თბილისი