სამართალი
ბადრი ბიწაძეს ბრალი წაუყენეს, თუმცა ის ჯერ კიდევ თავისუფალია

badri_bicსაქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი ბიწაძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენა.
პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძის განცხადებით, უკანასკნელ დღეებში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, კერძოდ, წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებისთვის, ბრალდება ბადრი ბიწაძეს წაუყენა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბრალდების მხარის მტკიცებულება „სახალხო კრებასთან“ შექმნილ ნახევრად გასამხედროებული ჯგუფის დაკავებული ხელმძღვანელის – გია უჩავას, ჯგუფის წევრების ჩვენებებს, ვიდეო, აუდიომასალასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს ემყარება.

საქართველოს პროკურატურა სასამართლოს წინაშე ბადრი ბიწაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე იშუამდგომლებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალის ოფიციალურად წაყენების მიუხედავად, ბადრი ბიწაძე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.