უცხოეთი
სერგეი ლავროვი - ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია ნატო-ს კონფლიქტში ჩაურევლობის გამო, ეს ნიშნავს, რომ ის ნატო-ზეა დამოკიდებული სიტუაციის მოსაგვარებლად.

„ზელენსკის მილიტარისტული მიმართულება ამბობს, რომ მას არ სჭირდება მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება“, – აღნიშნა ლავროვმა.

1tv.ge