საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

როგორც მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებისადმი მიმართვისას განაცხადა, დღეს ისტორიული დღეა.

„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

საქინფორმი