პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ოპერაცია „Z“ - პუტინმა გაანადგურა ისლამური სახელმწიფო, გაანადგურებს უკრაინულ ნაციზმსაც!

   „კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშ-ის მეთაურობით, შექმნა ისლამური სახელმწიფო, თუმცა ისლამის მიმდევრები თავის მრწამსს დოლარებზე არ ყიდიან, დასავლური ცივილიზაციის წარმომადგენლებისგან განსხვავებით: აშშ-ის სამხედრო და ფინანსური დახმარების გამოყენებით პროფესიონალი სამხედროები თითქმის დაუმარცხებელი გახდნენ! თავისი ბაზების კედლებს ამოფარებული ამერიკელები სირიიდან გასაქცევად ემზადებოდნენ, როგორც ახლახან - ავღანეთიდან, რომ არა რუსეთი. მხოლოდ რუსეთმა შეძლო ისლამური სახელმწიფოს დამარცხება! რუსეთი რომ არა, საქართველო დიდი ხანია ისლამური სახელმწიფოს კლანჭებში მოექცეოდა, რომლის რიგებშიც იბძძოდნენ პანკისის ხეობის მკვიდრნი, მათ შორის - თვალსაჩინო საველე მეთაურები - საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცრები.

   დღეს რუსეთმა უნდა გაანადგუროს ნეოფაშიზმი უკრაინაში, გაათავისუფლოს გმირი ქალაქები კიევი და ოდესა. ამოცანა გაცილებით რთულია, ვიდრე სირიაში, რადგან ორივე მხარეს სლავები არიან, უკრაინა კი ესაა რუსეთი, მისი ნაწილი, რომელიც ლენინმა, სტალინმა და ხრუშჩოვმა შექმნეს. ნაცისტებმა ხალხს გველეშაპივით წყალი წაართვეს - წყურვილით დაიხრჩვითო! (გადაკეტეს ჩრდილოეთ ყირიმის არხში და ყირიმელები უწყლოდ დატოვეს). ბანდერელი პოლიცაები 8 წლის განმავლობაში დონბასის 14 ათასი მაცხოვრებელი გაანადგურეს, ცოცხლად დაწვეს 50 ადამიანი ოდესის პროფკავშირთა სახლში! „დონბასის ბავშვებისთვის“ - წერდნენ ისინი ჭურვებზე, აშიშვლებდნენ და აჩოქებდნენ მართლმადიდებელ მღვდლებს, აუმხედრდნენ იესო ქრისტეს და შექმნეს სეკტა - „ახალი უკრაინული ეკლესია“! განა ეს საკმარისი არაა საერო და ღვთიური განსასჯელისთვის, რომელიც მათ არ აცდებათ?! სირცხვილი! - ჰააგის ტრიბუნალმა დაიწყო „რუსეთის შეჭრის“ გამოძიება იმიტომ, რომ რუსი სამხედროები ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია „Z”-ის ჩატარებისას, თურმე ისროდნენ, იმის ნაცვლად, რომ შავ ფრაკებში გამოწყობილებს თეთრ ვიოლინოზე დაეკრათ!

   08.08.08 შეცდომის ფასი - მაშინ თბილისში სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია რომ ჩატარებულიყო, არ იქნებოდა „ევრომაიდანი“ და დღევანდელი უბედურება! 2008 წლის აგვისტომდე დასავლეთი სააკაშვილს „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა, ხოლო შემდეგ, როცა არმოჩნდა, რომ ის გარყვნილი ჯალათია, რომელმაც ნახევარი საქართველო დაკარგა, დასავლეთმა ზურგი აქცია და ის თავის დღეებს ქართულ ციხეში დაასრულებს! მაგრამ საქართველოს გამო დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ არცერთი სანქცია არ შემოუღია! დღეს დასავლეთი „ხეროი“-ს უწოდებს კლოუნ ზელენსკის, რომელსაც, სააკაშილის მსგავსად, დაივიწყებს და მასაც არ აცდება სასამართლო და ციხის ნარები - ათასობით უდანაშაულო და უაზროდ შეწირული სიცოცხლისთვის, დანგრეული უკრაინისთვის!

   საქართველოში კი ის დროა ზოგიერთებმა ჩემოდნები ჩაალაგონ - მათ, ვინც 2008 წლის აგვისტოში ჯერ ომი დაიწყეს, და მერე საზღვრებს „ჯიპებით“, საყვარლებითა და ბრილიანტებით მიაწყდნენ! და მათ, ვინც დღე-ღამეში 24 საათი გვწამლავდა ჩვენ და ჩვენს შვილებს სააკაშვილის „სიცრუის იმპერიის“ ტელეეკრანებიდან! მათ ნაცვლად დაე ჩამოვიდნენ საქართველოში უკრაინელები, განსაკუთრებით უკრაინელი ქალები, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე არაბებისა და თურქების შემოდინება!

   გამაგრდი, რუსეთო! პუტინმა გაანადგურა ისლამური სახელმწიფო, გაანადგურებს უკრაინულ ნაციზმსაც!“, - დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.

2022 წლის 3 მარტი
საქართველო, თბილისი