მოსკოვი, კრემლი
თქვენო აღმატებულებავ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტო,
ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!
თბილისიდან გწერთ ვლადიმერ ვლადიმერის ძე მაიაკოვსკის თანამემამულე - პუბლიცისტი არნო ხიდირბეგიშვილი . 10 წლის წინ, 2012 წლის 5 მარტს მოგილოცეთ დამაჯერებელი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, დღეს კი, საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მრავალრიცხოვან თანამემამულეებთან ერთად, ვჩქარობ მოგილოცოთ სრული და უპირობო გამარჯვება ნაციზმზე, ამიტომ შევეცდები ვიყო ლაკონური და გულწრფელი, როგორც ჩემი დიდი თანამემამულე ს. ბაღდათიდან.
მეორე ჩემი გამოჩენილი თანამემამულის - სერგეი ვიქტორის ძე ლავროვის დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, მსოფლიო დღეს მკაფიოდ გაიყო ორ ბანაკად - ნაციზმის მოკავშირეებად და მტრებად, ანუ მტრებად და მოკავშირეებად რუსეთისა, რომელიც ნაცისტების მიერ თავსმოხვეულ ომში ჩაერთო. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ საქმეს ძალიან გვიადვილებს:
რუსეთის მტრებმა მას სანქციების ალყა შემოარტყეს, სადაც პატარა „ხვრელი“ დატოვეს - მათთვის მეტად საჭირო რუსული ბუნებრივი სიმდიდრეებისა და ცენტრობანკთან მათთვის საჭირო ფინანსური ოპერაციების გამოკლებით? მაშ, გამოუცხადეთ მათ შესაგებელი სანქციები ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე: არცერთი გრამი ალუმინი აშშ-ს, არცერთი კუბომეტრი გაზი ევროპასა და უკრაინას, არცერთი გრამი ნავთობი, დაიბლოკოს მათი ბანკების საქმიანობა რუსეთში! დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სამხედრო ოპერაციის გაგრძელების საჭიროება აღარ დადგება - უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გარეშეც განახორციელებენ. ამავდროულად, ბონუსებით გაახარეთ რუსეთის მოკავშირეები, მაგალითად - ენერგომატარებლებზე შეღავათიანი ფასებით.
რუსეთის მტრებს არ სურთ რუსების დანახვა თავის დედაქალაქებში, კურორტებზე, რუსეთს ავიარეისები აუკრძალეს? მაშ, დახურეთ რუსეთის ცა მათი ავიაკომპანიებისთვის, დაე ახლა გაიყინონ მარტოობაში! სამაგიეროდ, რუსეთის მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეები ბოლოსდაბოლოს ესტუმრებიან უწინ მხოლოდ მდიდრებისა და უცხოელებისთვის ხელმისაწვდომ კურორტებსა და ოტელებს რუსეთსა და მთელ პოსტსაბჭთა სივრცეში შეღავათიან ფასებში! რუსი ტურისტი-ვიზიტორების სტუმრობა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ადგილობრივ ტურიზმს.
რუსეთის მტრებმა თავისთან წამყვან რუსულ მედიასაშუალებებს საქმიანობა აუკრძალეს? მაშ, გაუუქმეთ აკრედიტაციები და აუკრძალეთ საქმიანობა „სიცრუის იმპერიას“ რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე - უცხოელ აგენტებს, ამ სიტყვების ახალი და ჩვეული გაგებით! ამავდროულად გახსენით რუსეთის საინფორმაციო სივრცე მოკავშირე ქვეყნების არაანგაჟირებულ მედიას.
(როგორც ჟურნალისტი და საქინფორმის მთავარი რედაქტორი აღვნიშნავ აბსურდულ სიტუაციას: ბოლო წლებში წამყვანმა რუსულმა მედიამ, იმის შიშით, რომ საქართველოში პრორუსულ პროპაგანდაში ამხელდნენ, აშკარად ზედმეტი წინდახედულება გამოიჩინეს და პრაქტიკულად კედლით გაემიჯნენ ქართულ ობიექტურ წყაროებს, რომლებიც თითებზე ჩამოსათვლელია. პრორუსულ პროპაგანდაში ბრალდებებისგან ამან მაინც ვერ უშველა, სამაგიეროდ, რუსი საზოგადოებისთვის შეიქმნა საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც უმალ შეივსო დეზინფორმაციით სოცქსელებში, რამაც შუღლი გააღვივა რუსებსა და ქართველებს შორის. ერთიანი რუსულ-ქართული საინფორმაციო სივრცის არარსებობის პირობებში რუსები ქართულ რეალიებზე „სიცრუის იმპერიის“ ტელეარხებისა და „Тётя Нина из Тбилиси“-ს ჭორებზე დაყრდნობით მსჯელობენ...)
დასასრულ, როგორც უკრაინის მოქალაქე ნეონაცისტ სააკაშვილის ყოფილმა თანამემამულემ, მინდა შეგახსენოთ, რომ ნაცისტების, ისევე როგორც თურქეთის ლიდერების, ნდობა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ისტორია მოწმობს, რომ ერთნიცა და მეორენიც შეპყრობილი არიან თავიანთი გამორჩეულობის სულელური იდეით და მიაჩნიათ, რომ რუსეთი და მსოფლიო მათ ბედისწერის წინასწარდასახულობით ეკუთვნით.
ღრმა პატივისცემით,
არნო ხიდირბეგიშვილი
2022 წლის 1 მარტი,
საქართველო, თბილისი