პოლიტიკა
ზელენსკი&ზურაბიშვილი — „რაც ალხანა, ის ჩალხანა“

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო დგას უკრაინის გვერდით.

ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ.

უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას, – წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

უკრაინის პრეზიდენტი კომენტარს აკეთებს სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.

​„საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას ვაცნობე არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხები. მადლობელი ვარ ქართველი და ჩეხი მეგობრების, მათი მხარდაჭერისთვის, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.