საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში განვითარებული მოვლენებით. რუსეთის სამხედრო მოქმედებები ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე გაერო-ს ქარტიის და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, რასაც მძიმე შედეგები ექნება არამარტო უკრაინისთვის არამედ მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის. მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა ზომა ვითარების დეესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.