სამართალი
თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, რუსეთის მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

აქციაზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები შეიკრებნენ, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის.

საელჩოსთან შეკრებილების განცხადებით, რუსეთის მიერ დაწყებული ომი უნდა შეჩერდეს.

მათი თქმით, უკრაინა ახლა დიდ გასაჭირში იმყოფება და მას მხარდაჭერა სჭირდება. უკრაინის საელჩოსთან შეკრებილები უკრაინელ ხალხს შეძახილებით ამხნევებდნენ.

ამასთან, საელჩოსთან რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ პროტესტის ნიშნად პასპორტი დაწვა და განაცხადა, რომ მათ ომი არ სურთ.