აქტუალური
რუსეთის ყველა მთავარი ბანკი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშება

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ყველა მთავარი ბანკის აქტივები გაიყინება და ისინი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან გაითიშებიან. სიაში მოხვდა „ვითიბი ბანკი“.

ჯონსონის განცხადებით, მსხვილ რუსულ კომპანიებს და სახელმწიფოს ბრიტანეთის ბაზრიდან ფულის მოპოვება სრულად აეკრძალება. ბრიტანეთში იკრძალება რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, შეწყდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის და ნავთობგადამამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტი. დაწესდება ლიმიტი ბრიტანეთის ბანკებში დეპოზიტებზე

ამასთან, იგივე სანქციები უწესდება ბელარუსსაც.