პოლიტიკა
დაკარგულების შესახებ მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შედგენილი არაოფიციალური სია არსებობს, რომელსაც 26-27 მაისს პერიოდულად აკლდებოდა ნაპოვნი ადამიანების სახელები, მაგრამ, პარალელურად, ახალი სახელებითაც ივსებოდა.
26 მაისიდან მოყოლებული, დაკარგული მომიტინგეების ნათესავებს საკუთარი ოჯახის წევრების ძებნა მარტო უწევდათ. არცერთ საავადმყოფოში არ იყო გამოკრული იმ მოქალაქეთა სია, რომლებიც საავადმყოფოში მიტინგიდან გადაიყვანეს. საავადმყოფოს დაცვის წევრები კი ხშირად მათ უხეში უარით ისტუმრებდნენ.
იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც აქციის დაშლის შემდეგ საკუთარ გაუჩინარებულ ნათესავებს ეძებდნენ, ფეისბუქზე სპეციალური გვერდი – „26 მაისს უგზოუკვლოდ დაკარგულთა შტაბი“ შეიქმნა, რომელზეც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა 40-ზე მეტი გაუჩინარებულის სახელი და გვარი გამოაქვეყნეს. დაკარგულთა სია შეადგინა მედიაკავშირმა „ობიექტივმაც“. თუმცა როგორც „ობიექტივის“ წარმომადგენელი სოსო მანჯავიძე ამბობს, სიას ყოველდღე ემატება ახალი სახელები. 27 მაისის ჩათვლით კი სულ 3 ადამიანის პოვნა შეძლეს.
მედიაკავშირი „ობიექტივის“ სია
(გაუჩინარებული მომიტინგეების სია 26 მაისის 15.00 საათის მონაცემებით)
1. ბათიაშვილი ირაკლი