აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0030 ლარი გახდა

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0030 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9769 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0261 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4063 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3821 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0242 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.