სამართალი
თბილისში სამი ადამიანი დაჭრეს

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, მეტროს სადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

შემთხვევა 20 თებერვალს, გვიან ღამით მოხდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილებიდან ორი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ერთი კი ქირურგიის ცენტრშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველიც ჰყავდა, რომელიც აცხადებს, რომ ჩხუბში ხუთამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. საქმის დამატებითი დეტალები უცნობია.