სამართალი
ანატოლი ბიბილოვი მზადყოფნას გამოთქვამს, დონბასიდან ბავშვების ჯგუფი მიიღოს

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რესპუბლიკა“ მზადაა, დონბასიდან ობოლ ბავშვთა ჯგუფი მიიღოს.

ბიბილოვის პრესსამსახურის ცნობით, ამის შესახებ „პრეზიდენტმა“ ე.წ. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერთან, დენის პუშილინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

"მან შესთავაზა დახმარება დენის პუშილინს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი მზადაა მიიღოს ობლების ჯგუფი", - აცხადებენ ბიბილოვის პრესცენტრში.

მათივე ინფორმაციით, დახმარებას ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობასაც“ შესთავაზებენ.

ინტერპრესნიუსი