საზოგადოება
სპეცრაზმელები სუხიშვილების მოცეკვავეებსაც დაერივნენ

suxishvilebi-protest26 მაისს თავისუფლების მოედანზე აღლუმზე ცეკვა „ხორუმი“ უნდა შესრულებულიყო. იგი ოფიციალურ პროგრამაში იყო ჩასმული და არ შესრულდა. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გახმიანდა, თითქოს „ხორუმის“ შეუსრულებლობა სუხიშვილების კი არა, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო, რაც 26 მაისის მოვლენებს უკავშირდებოდა.

თავად ილიკო სუხიშვილის თქმით, ცეკვაზე უარი ანსამბლმა თავად განაცხადა.

მოგვიანებით ინტერნეტფორუმზე ფოტო გავრცელდა, რომელზეც ასახულია, როგორ გამოჰყავთ ხელკეტით ანსამბლის ერთ-ერთი წევრი აღლუმის ტერიტორიიდან.