რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ოთხიანი“ რუსულში

     მოსკოვი, 1972 წლის 22 იანვარი. "შენი შვილია?" - ჰკითხა მამაჩემს საბჭოთა არმიის ცენტრალურ სახლში მის პერსონალურ გამოფენაზე მისულმა სტუმარმა ნიკოლაი შჩოლოკოვმა, რის შემდეგაც 10 წლის თბილისელმა ბიჭმა და სსრკ-ის შინაგან საქმეთა ყოვლისშემძლე მინისტრმა ერთმანეთს ხელი კაცურად ჩამოვართვით: ძია კოლია. არნო. რომელ კლასში ხარ? მეოთხეში. ხუთოსანი ხარ? არა, ოთხიანი მაქვს რუსულში.

ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 1972 წლის 22 თებერვალს, გამოვა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილება "საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ორგანიზატორული და პოლიტიკური მუშაობის შესახებ სკკპ ХХIV- ყრილობის გადაწყვეტილებათა შესასრულებლად", რომელშიც მხილებული იქნება დედაქალაქის პარტიულ ორგანიზაციაში არსებული ნეგატიურ მოვლენები. ცენტრალური კომიტეტის აზრით, მექრთამეობა და ნათლიმამობა თბილისის ქალაქკომის მუშაობაში ვოლუნტარიზმის და სუბიექტივიზმის შედეგი იყო, ამიტომ იმავე წლის 29 სექტემბერს, ანუ 7 თვის შემდეგ, რომელიც თითქოსდა ქართველ ამხანაგებს საკუთარი ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მიეცათ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა. უპრეცედენტო შემთხვევა! - პარტიული სამსახურიდან ორგანოებში ხშირად გადადიოდნენ, მაგრამ უკან აღარასოდეს ბრუნდებოდნენ (შევარდნაძის მეგობრის გამოკლებით - აზერბაიჯანის --- თავმჯდომარე ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად დაბრუნდა). მაგრამ შევარდნაძეს ბრეჟნევთან პროტექცია სწორედ იმ ძია კოლიამ, შჩოლოკოვმა გაუწია...

   ამბობდნენ, რომ სწორედ შევარდნაძემ მიაწოდა სიგნალი კრემლს საქართველოს ხელმძღვანელობაში მასობრივი კორუფციისა და ნეპოტიზმის აყვავების შესახებ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი პირველი მდივანის ოჯახიდან დაწყებული - აქაოდა, ვასილ მჟავანაძესოთხიანი აქვს რუსულში“, ბოლო დროს ჩრდოლოეთისკენ“, ანუ საიდანაც მზე ამოდის“, ნაკლებად იყურებაო... მოსკოვი მაინც ემზადებოდა „ადგილებზე“ გარდატეხისთვის - იმ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებსაც მჟავანაძისნაირი ზედმეტად დამსახურებული ამხანაგები ხელმძღვანელობდნენ. მაგრამ აქტიური ახალგაზრდა შევარდნაძის მხურვალე თხოვნით, რომელსაც მჟავანაძის ადგილის დაკავება სურდა, სტალინის ჯგუფურობასა და პროტექციონიზმთან ბრძოლის მეთოდების გამოცდა თავდაპირველად შესანიშნავი ქართველის* სამშობლოში - საქართველოში გადაწყდა.

   ასეა თუ ისე, კამპანია დაიწყო და მასში, შევარდნაძის მხარდამხარ, შემოქმედებითი ინტელიგენცია დადგა, რომელიც ედუარდ ამბროსიევიჩს მთელი ცხოვრება დაეხმარება! აი რატომ უწოდა სააკაშვილმა ქართულ შემოქმედებით ინტელიგენციას „წითელი“ და მის უნიტაზში ჩარეცხვისკენ მოუწოდა! მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ სწორედ 1972 წელს გამოსცა თავისი რომანი "თვალი პატიოსანი". "ნეგატიურ მოვლენათა" წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა ამავე წელს კინოეკრანებზე გამოსული, რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ფილმიც "როცა აყვავდა ნუში", და ა.შ. შევარდნაძემ თანამდებობებიდან გაათავისუფლა 20 მინისტრი, 44 რაიკომის მდივანი, 3 საქალაქო კომიტეტის მდივანი, 10 რაიონული აღმასკომის თავმჯდომარე და მათი მოადგილეები, 40 000 ადამიანს სამსახური დაატოვებინა და დააპატიმრა 30 000-ზე მეტი, რომელთაგან დაახლოებით 15 000 სკკპ-ს წევრი იყო! მაგრამ მექრთამეობისა და ნათლიმამობის აღკვეთა ვერ შეძლეს - ისევე, როგორც მოგვიანებით ამას ვერ შეძლებს კომპარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ელცინი. არაშრომითი შემოსავლების წინააღმდეგ ბრძოლა ელიტის შეცვლით შემოიფარგლა, შევარდნაძის ხელდასხმულებმა მხოლოდ გაზარდეს ფსონები ყველაფერზე, იქნებოდა ეს სამედიცინოზე თუ სხვა პრესტიჟულ უმაღლესებში ჩაბარება, ხელმძღვანელ თანამდებობაზე დანიშვნა, თუ ციხიდან გათავისუფლება! ხოლო მილიციასა და ციხეებში თამამად დაიწყეს „აღიარებითი“ ჩვენებების იძულებით ჩამორთმევა - დაუსჯელად, რადგან ყოფილი პირველი მილიციელი ყველას უფროსი გახდა!

   შემდეგი გარდატეხ, რომელსაც შევარდნაძის მიმდევარი მიხეილ სააკაშვილი მოახდენს, ამგვარივე ფიქცია აღმოჩნდება, შეიცვლება მხოლოდ სახელწოდება - ვარდების რევოლუცია, ზემონახსენები თბილისის საქალაქო კომიტეტის შესახებ დადგენილების ნაცვლად. დანარჩენი ყველაფერი იგივე დარჩება - ბრძოლა კორუფციასთან, დაკავებები კონფისკაციით, სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლებები და რეპრესიები პარტიული ნიშნით, მხოლოდ მოძველებული ტერმინი "არაშრომითი შემოსავალი (შემოსავალი შრომის გარეშე არ არსებობს!) უფრო თანამედროვე ტერმინებით შეიცვლება - "გადასახადებისგან თავის არიდება", "საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა" და ა.შ. “ბაბუს“ კადრებისგან გათავისუფლებული თანამდებობები ვაკანტური ერთი წამითაც არ დარჩენილა, თუნდაც ფიქტიურად - როგორც „შეცდომების გამოსწორების შანსი“, იქ მაშინვე ინიშნებოდნენ „ნაციონალები“, რომლებმაც კვლავ გაზარდეს ფსონები, რომელიც ხშირად სიცოცხლეზე მეტი იყო... მოკლედ, სააკაშვილმა ზუსტად ისეჩაუტარა შევარდნაძე, როგორც თავის დროზე შევარდნაძე - მჟავანაძე.

ის ხომ შლეგი ჯალათია! - დაიჩივლა ბიძინა ივანიშვილმა დემოკრატიის შუქურზე, მაგრამ არა მოსკოვში, როგორც შევარდნაძემ - მჟავანაძეზე, არამედ ვაშინგტონში, სააკაშვილის ბატონებთან. დიახ, ივანიშვილმა გარდატეხა ნამდვილად მოახდინა - მასობრივი წამება, ტელედაკავებები, სამხრეებიანი მკვლელების ზონდერბრიგადები და კონფისკაციები, სააკაშვილის რეჟიმთან ერთად, წარსულს ჩაბარდა! მაგრამ ამ "ნეგატიური მოვლენების" ჩამდენი ნაციონალები ისე დარჩნენ, ვითომც არაფერი მომხდარა! განა ჩვენ ქვეყნის მბრძანებელთა უმრავლესობა თბილისის საქალაქო კომიტეტის შესახებ დადგენილების ადრესატების შთამომვლები არ არიან?! ხვალ, 22. 02. 2022, ამ ლეგენდარული დადგენილებ მიღების დღიდან 50 წელი შესრულდება, მაგრამ მას შემდეგ საქართველოში განა ბევრი რამ შეიცვალა?! კორუფცია და პროტექციონიზმი დაძლეულია, ხელისუფლება ეროვნულია, ოპოზიცია ერის სინდისად იქცა? განა ჩვენ თვითონ შევიცვალეთ, თუ მავე მექრთამეებად დავრჩით? რით განსხვავდება თანამედროვე პოლიტიკური ელიტა „უძრაობის ხანის“ საბჭოთა ნომენკლატურისგან, თანამდებობებს - პრივილეგიებს მემკვიდრეობით, ნათესაობითა და ნაცნობობით რომ გადასცემდნენ? განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მამები ასრულებდნენ პოლიტბიუროს მითითებებს, ხოლო შვილები და შვილიშვილები - ანგლოსექსების! და კიდევ ის, რომ შევარდნაძისგან განსხვავებით, მიშა უბრალო „cuckold“- („ქაქლდ“), ანუ კუკლაღმოჩნდა, რომელსაც ვოშინგტონმა ცხინვალზე იერიში აჭამა!

   მოსკოვიც არაერთხელ შეცდა: 1972 წლის მარტშიც, როცა შევარდნაძე საქართველოს მეფედ დანიშნა, და 20 წლის შემდეგაც - 1992 წლის მარტში, როდესაც ის საქართველოს დაუბრუნა: მალე, ელცინთან ერთად, „თეთრი მელა“ აფხაზეთს დაკარგავს! დიახ, აფხაზეთი დღეს რუსეთისთვის ისევეა დაკარგული, როგორც საქართველოსთვის! მოსკოვმა შეცდომა დაუშვა 2003 წლის ნოემბერშიც, როდესაც რუსთაველის გამზირზე, რუსეთის იმპერატორის მეფისნაცვლის სასახლის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ივანოვმა მეფობაზე სააკაშვილი აკურთხა, რომელიც 5 წლის შემდეგ, მედვედევთან ერთად, ცხინვალის რეგიონს დაკარგავს. ნუთუ დღეს საქართველოს ხელისუფლება კვლავ შეცდება და მოსკოვს კიდევ ერთხელ შეცდომისკენ უბიძგებ?! რით ვერ დადგა დრო, „ოთხიანი რუსულშიგამოვასწოროთ?!

   საქართველოში ნაცნობობის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, ის ყოველთვის იარსებებს, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. შესწევს თუ არა მის მიერ შექმნილ პარტიას ძალა, თბილისის საქალაქო კომიტეტის შესახებ დადგენილებიდან 50 წლის შემდეგ, ნეგატიურ ნაკლოვანებებზე უარი თქვას და ხელისუფლება პატიოსანი თვალით დააკომპლექტოს? ფიქრის დრო აღარ დარჩა - მალე აყვავდება ნუში...

ქართული ოცნების“ რა გითხრათ, მაგრამ ჩემი აზრით, ახალი გარდატეხის რესურსი მხოლოდ მის დამაარსებელს, ბიძინა ივანიშვილს გააჩნია, რომელიც 2012 წელს, თბილისის საქალაქო კომიტეტის დადგენილებიდან 40 წლის შემდეგ, საქართველოს ჩაუდგა სათავეში.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 21 თებერვალი, თბილისის საქალაქო კომიტეტის შესახებ დადგენილების გამოსვლის წინა დღე.

*შესანიშნავი ქართველი“ - ასე ახსენებდა ვლადიმერ ლენინი რევოლუციონერს პარტიული მეტსახელით „კობა“.