პოლიტიკა
როგორც „Amnesty International“-მა 27 მაისს განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა ის ბრალდება, რაც 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ეხება.
„იმ დროს, როდესაც მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ხელნაკეთი ფარებითა და დროშის ტარებით და მზად იყვნენ, წინააღმდეგობა გაეწიათ მათი დაშლის მცდელობებისთვის, პოლიციას გამართლება არ აქვს, ეცემა ისინი, ვინც წინააღმდეგობას არ უწევდა,“ – განაცხადა „Amnesty International“-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ჯონ დალჰუისენმა.
„საჭიროა ამ ინციდენტების ზედმიწევნითი გამოძიება, რომლის დროსაც, ასევე, უნდა შემოწმდეს ის ინსტრუქციები, რომლებიც ინდივიდუალურ სამართალდამცველებს ადგილზე მისცეს“, – დასძინა მან.