სამართალი
არჩილ თალაკვაძე: ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსი პრაქტიკულად არ ექნება

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში შანსები პრაქტიკულად არ ექნება - მისი კანდიდატურის წარდგენა არის პოლიტიკური მანევრი, რომ ის დარჩეს პოლიტიკური მოვლენების ზედაპირზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"არჩევნები მალე ჩატარდება და დაინახავთ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი მაღალი უპირატესობით გაიმარჯვებს. რუსთავმა უკვე ნახა, თუ რას ნიშნავს, როცა ოპოზიციონერების მიერ არის მართული ანუ როცა ოპოზიციონერები ერევიან რუსთავის მართვაში, თუ რა და როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ რუსთავში გვაქვს გეგმები, გვყავს პროგრესული გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავში, საკრებულოში კონკურენციაა, "ქართული ოცნების" კანდიდატი არის უალტერნატივო", - განაცხადა თალაკვაძემ.