სამართალი
პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურების ხელმძღვანელები აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ საკადრო გადაწყვეტილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გახდა ლელა ჯანაშვილი, ხოლო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი – კოკა კაციტაძე.

აღნიშნული ორი სამსახური ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე, რომელიც გაუქმდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ სამსახურის გაუქმება გასულ წელს გადაწყვიტა. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ანტიკონსტიტუციური იყო და საგამოძიებო და პერსონალური მონაცემების დაცვის ფუნქციას აერთიანებდა, რაც სამართლებრივად არასწორი იყო.