სამართალი
27 მაისს „თავისუფლების მოედნის“ მეტროსთან მდებრე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე სამართალდამცველებმა ორი მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ვანის რაიონის მცხოვრები სულიკო ასათიანი, რომელიც „სახალხო კრების“ წევრი იყო და თბილისში მცხოვრები ნიკა კვინტრაძე, რომელსაც ოჯახის წევრები 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ეძებდნენ.
ექსპერტების განცხადებით, მომხდარის მიზეზი ორივეს შემთხვევაში ელექტრონული შოკი, ანუ თუნუქსა და სადენებთან შეხება იყო.