აქტუალური
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კვლავ წუხს ოპოზიციაზე

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს კარლ ჰარცელის კომენტარს, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერისთვის მანდატების გაუქმების საკითხს ეხება.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად, – აცხადებს კარლ ჰარცელი.