პუბლიკაციები
საქართველოს სახელმწიფო მდივანი, ანუ რა საერთო აქვთ ზალკალიანსა და სტოლტენბერგს

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობასა და მტკიცე მხარდაჭერას მოძმე უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ თქვენ გვერდით, რადგან კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უკრაინის ერთობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც თბილისში, უკრაინის საელჩოში გაიმართა.

დავით ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ დღევანდელი მსოფლიო დგას მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფას.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2008 წელს საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს განუყოფელი ნაწილების აღიარება და მისი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ხოლო ასობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ სახელმწიფოში.

დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინა. შემაშფოთებელია რუსეთის დუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებასთან დაკავშირებით. საქართველო გმობს ამ ქმედებას, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველმა დიპლომატმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის, არამედ მთლიანი ევროპული არქიტექტურისთვის.

არავის აქვს უფლება, აუკრძალოს თავისუფალ ქვეყნებს თავად აირჩიონ საკუთარი განვითარების გზა, მეგობრები და ალიანსები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად გავაგრძელებთ სვლას ჩვენი ისტორიული, დამსახურებული არჩევანის მისაღწევად, – აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული დღე უნდა იყოს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ პროგრესული საზოგადოების ერთობის დღე.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოლიტიკა და რიტორიკა არ არის დამოკიდებული მისი მთავრობის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე და მთლიანად ემთხვევა საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ექს-მმართველი პარტიანაციონალური მოძრაობისგანცხადებებსა და პოზიციას. ეს გასაკვირი არცაა, რადგან საქართველოში არსებობს თანამდებობები, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარება აშშ-ის სახდეპს, ერთ-ერთი მათგანია საქართველოს სახელმწიფო მდივნის, ანუ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. აქ არის პირადი მოტივებიც - როგორც ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგი, რომელიც ყოველდღე აკეთებს საქართველოსთვის სოლიდარობის გამომხატველ განცხადებებს, რათა მოასწროსგრანტისგამომუშავება ნორვეგიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გადასვლამდე, დავით ზალკალიანიც ყოველდღე მაქსიმალურად ამჟღავნებს რუსოფობიას, რათა ავანსად გაამართლოს აშშ-ში საქართველოს ელჩად თავისი გადასვლა.