საზოგადოება
დღეს, 28 მაისს, 15:00 საათზე, რუსთაველის ძეგლთან მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართება.
26 მაისს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სამოქალაქო მანიფესტაციაში მონაწილეობას მიიღებენ უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ყოფილი პოლიტპატიმრები.
როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრები“ აცხადებს, მასში მონაწილეობა ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს, ვისაც არსებული უსამართლობისა და ძალადობის მიმართ პროტესტი აქვს.