სამართალი
შალვა ნათელაშვილი ოპოზიციონერ პარლამენტარებს მოუწოდებს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტონ

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდებს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეიწყვიტონ.

ვინც არის დღეს საპარლამენტო ოპოზიციაში და არ უნდა ერთი სეზონის მოვლენად ჩაიწეროს ისტორიაში, ხვალ დილით საპარლამენტო უმრავლესობის ქოცხროვას მაგიდაზე დაახვედრონ განცხადებები სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწვეტაზე. ამას ითხოვს სამშობლო და მომავალი თქვენგან, მეგობრებო. ნახავთ, როგორ ყველაფერი მომენტალურად შეიცვლება. ჩემით არ დამთავრედება ეს, მეგობრებო, გაგრძელდება თქვენით და დაგვირგვინდება ქვეყნით. მალე ცვლილებებზეც უარს გეტყვიან და იმ ბარიერსაც დატოვებენ, რაც პოლიტიკის თავო ჩემო იქნება საბოლოოდ“, – წერს შალვა ნათელაშვილი „ფეისბუქში“.

პარლამენტმა დღეს შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.