სამართალი
26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას სპეცრაზმელების მიერ სასტიკად იქნა ნაცემი მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელიც დააკავეს და გადაიყვანეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
კახა კუკავა დილის 4 საათზე გაათავისუფლეს.
რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, ასევე, მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს – მიხეილ ამაშუკელს. მას აქვს მოტეხილობები, სახის არეში კი ისეთი ჭრილობები, რასაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დაკავებული და ნაცემი იქნა, აგრეთვე, პარტიის გამგეობის წევრი ჯემალ ვანაძე.