სამართალი
პაემანი - თვეში ერთხელ: სააკაშვილის პატიმრობა თანდათანობით ფესტივალურობიდან -ჩვეულებრივში გადადის

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, პაემნების უფლება შეეზღუდა და ოჯახის წევრების მონახულების საშუალებას მხოლოდ თვეში ერთხელ მისცემენ.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პროკურატურის მიერ აღძრულ საქმეს დაემატება.

„ხომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება.

რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს“, - წერს მიხეილ მიხეილ სააკაშვილი.