პუბლიკაციები
„ჰეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!“

 საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „არმაზ სანებლიძის საინტერესო წერილი ლაშა ნადარეიშვილის პუბლიცისტურ პოემაზე (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“)

მეც მომწონს.

არ გამკვირვებია.

არც არასოდეს დამიმალავს ჩემი განწყობა და დამოკიდებულება მისი პოეზიისადმი.

მხოლოდ დადებითი!!!

უდროოდ წასულ ლაშა გახარიას აქვს ერთი მოხდენილი ფრთიანი ფრაზა: პოეტი მაინც ერთი ლექსია!.. მერე დაამატა: ერთი სტრიქონი! და ამ აფორიზმებად გადაქცეულ ერთეულ სტრიქონებშია გაბნეული ცხოვრების კრედო, მთელი ფილოსოფია.

კლასიკას რომ თავი დავანებოთ, აგერ, ზოგიერთის, ჩვენი თანამედროვე, ყოველდღიურად რომ ვხვდებოდით და ვხვდებით, იმათ სტრიქონებს შეგახსენებთ:

„ისტორიაში წვალებით შესვლას, სჯობს დამშვიდებით შეხვიდე სახლში“ (ზაურ ბოლქვაძე)

„საქართველო, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“ (ჯანსუღ ჩარკვიანი)

„მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ირაკლისა!“ (რეზო ამაშუკელი)

„საქართველოსთვის, ბიჭებო, სწორდით!“ (ტარიელ ჭანტურია)

და არაერთი სხვა, მთელი ცხოვრება რომ გაგყვება, პოეტური ფრაზა.

სწორედ ასეთია პოეტის შეძახილი, გაფრთხილება, მოწოდება, სურვილი ჩამოსხმული ერთ სტრიქონად:

„ჰეი, ბიჭო, სამშობლოსთან, არაფერი შეგეშალოს!“

როცა ამ სულისკვეთებით გამსჭვალული ეს პოემა წავიკითხე, უმალ ეს სტრიქონი გამახსენდა და მინდა მოვუწოდო მათ ავტორს ლაშა ნადარეიშვილს:

არ შეჩერდე!

მოუხმე მუზას და…

ისე, ლაშას ამ სტრიქონს (სხვებისაც) პლაკატად ვაქცევდი და პარლამენტის დეპუტატებს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, გამგებლებს და სხვა მაღალჩინოსნებს კაბინეტებში გავუკრავდი, რომ არასდროს შეეშალოთ არაფერი სამშობლოსთან და მის მრავლისმომთმენ დიდებულ ხალხთან.“ - წერს თავის Facebook-გვერდზე ნუგზარ ფოფხაძე.