სამართალი
უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მთავრობა ეძებს გამოსავალს ავიაკომპანიების მხარდასაჭერად, რომლებსაც შეექმნათ პრობლემები სადაზღვევო კომპანიებთან.

ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ Facebook-ზე დაწერა.

"უკრაინა მზადაა მხარი დაუჭიროს ავიაკომპანიებს, უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას", - წერს ტიმოშენკო.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ცა ღიაა, ხელისუფლებას არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ. ტიმოშენკომ ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ EASA-ს (ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო) არ გაუცია რეკომენდაციები უკრაინის საჰაერო სივრცეში ფრენების შეზღუდვის შესახებ.

"ჩვენ ვიყენებთ ფაქტებს და არა ვარაუდებს - ავიაკომპანიების უმეტესობა აგრძელებს მუშაობას შეზღუდვების გარეშე", - აღნიშნა ტიმოშენკომ.

მან ასევე განმარტა, რომ ზოგიერთ ავიაკომპანიას სადაზღვევო ბაზრების გამო სირთულეები აქვს.