აქტუალური
საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის „ლიდერის“, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ინფორმაციით, აფხაზეთის „კულტურის მინისტრი“ გუდისა აგრბა თანამდებობიდან გადადგა.
ამავე ინფორმაციით, ბჟანიამ დააკმაყოფილა აგრბას განცხადება პოსტიდან წასვლის შესახებ და მის ადგილას „კულტურის მინისტრის მოადგილე“ დინარა სმირი დანიშნა.
აგრბას „კულტურის მინისტრის“ თანამდებობა 2020 წლის 5 ივნისიდან, მას შემდეგ ეკავა, რაც ასლან ბჟანია 2020 წლის მარტში განმეორებითი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.