უცხოეთი
ჯოზეფ ბორელი - უკრაინაში ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენი დიპლომატიური მისიები არ იხურება, ისინი კიევში რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას ევროკავშირის მოქალაქეების მხარდასაჭერად, უკრაინის ხელისუფლებასთან კოორდინაციაში, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კოორდინირებულად მოქმედებენ უკრაინასთან დაკავშირებით არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.

ამასთან, ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მძიმე შედეგები მოჰყვება.

„შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება,“- განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

interpressnews.ge