აქტუალური
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 25 მაისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.
ინფორმაციისთვის: რეფინანსირების განაკვეთი ყველაზე მაღალი 2008 წლის აპრილში იყო – 12%. იმავე წლის აგვისტოდან ნელ-ნელა დაიწყო განაკვეთის შემცირება და 2009 წლის ნოემბერში 5%-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7 თვის განმავლობაში იყო შენარჩუნებული. 2010 წელი 7,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთით დასრულდა. 2011 წლის იანვარში კი ინფლაციის ზრდის შეჩერების მიზნით მონეტარული განაკვეთი 8%-ით განისაზღვრა.