სამართალი
იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევას მხარს უჭერს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს 2022 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა „ლა ვანგუარდიასთან“ ინტერვიუს დროს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა იენს სტოლტენბერგს ჰკითხა, რამდენად კარგ იდეად მიაჩნია საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მადრიდის სამიტზე მიწვევა.

დიახ, ვთვლი, რომ ეს კარგი მოედანია პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ვფიქრობ, გვჭირდება ფორმატის განსაზღვრა. მოუთმენლად ველოდები სამიტს, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს წლევანდელი სამიტი მადრიდში, 29-30 ივნისს გაიმართება.