პოლიტიკა
ავღანეთში ნაღმზე კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა

avRaneTiლავროსი ივანიაძე ავღანეთში ნაღმზე აფეთქდა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს  უმცროსი სერჟანტ ლავროსი ივანიაძის გარდაცვალების გამო. ივანიაძე 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ის პატრულირების  დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. სერჟანტის ცხედარი უკვე გადმოსვენებულია. ლავროსი  ივანიაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. 2007-2008  წლებში სამშვიდობო მისიით  ის ერაყშიც იმყოფებოდა“, – ნათქვამია ახალაიას უწყების განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში უკვე 10-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული.