უცხოეთი
ემანუელ მაკრონი - დავრწმუნდი, რომ არ იქნება გაუარესება ან ესკალაცია

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაარწმუნა, რომ რუსული ძალები არ გაამწვავებენ კრიზისს უკრაინის საზღვრებთან.

„მე დავრწმუნდი, რომ არ იქნება გაუარესება ან ესკალაცია“, - განაცხადა მან უკრაინის ლიდერთან შეხვედრამდე.

ბრიფინგის დროს მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად მინსკის შეთანხმების შესრულება ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკიმ სრული მზაობა გამოხატა შეთანხმების პირობები შეასრულოს.

„შეიძლება ითქვას, რომ მინსკის შეთანხმებები მოქმედებს როგორც ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და, შესაბამისად, ჩვენ უფრო წინ უნდა ვიაროთ, რათა სრულად განვახორციელოთ შეთანხმების პირობები. ჩვენ უნდა შევძლოთ ვიპოვოთ ცვლილებები მინსკის შეთანხმების იმ პუნქტებში, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა“, - განაცხადა მან.

interpressnews.ge