პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ამერიკის ელჩი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას გვიბრძანებს?

     თუ რუსეთში საქართველოსთან უწინდელი მეგობრობის ნოსტალგიაა, მაშინ რატომ გააუქმა ავიაკომპანია „Georgian Airways“-ის თბილისი-მოსკოვი-თბილისის ჩარტერული რეისები? რა „შეუსრულებელი პროცედურები“ აღმოჩნდა ბოლო მომენტში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რომელთა დარეგულირებასაც შესაძლოა ხელი შეუწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამ და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმებამ?

   ორი ჩარტერული რეისი მიმდინარე წლის იანვარში გაუქმდა იმავე პოლიტიკური მიზეზით, რომლის გამოც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით გააუქმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან „სანამ საქართველოში არ შეწყდება რუსოფობიური კამპანია, რომელიც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეების - ვიზიტორების უსაფრთხოებას.

   ვითარება დღესაც არ შეცვლილა - მიშა-მამუკას ოთხი ტელეარხით („მთავარი“, „პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“) სახიფათო პროვოკაციული ანტირუსული პროპაგანდა გრძელდება, რადგან ქვეყანაში უწინდებურად ორხელისუფლებიანობა სუფევს. ერთი მხრივ, ხელისუფლება, თავისი მოკრძალებული კომპეტენციის ფარგლებში, ანგლოსაქსების დისკრეციაში ჩარევის გარეშე (რასაც საგარეო პოლიტიკა, შეიარაღება და შეიარაღებული ძალები, „შავი ზღვის უსაფრთხოება“, „ოკუპირებული ტერიტორიებიდა საქართველოსევროატლანტიკური ინტეგრაციაწარმოადგენს), ერიდება მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანებას. ამის ბოლო მაგალითია ქართული ოცნების ძალზედ პოლიტკორექტული „უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია“. ხოლო რადი-კალურ ოპოზიციას, მისი კერპის, სააკაშვილის ციხეში გამოკეტვის შემდეგ გაფარჩაკებულსა და საბოლოოდ გაფანჩატურებულს, უკრაინის მოვლენების შედეგად "მეორე სუნთქვა" გაეხსნა. დღეს „მიშა-მამუკას სექტორი“ ასოცირდება უკრაინისა და უკრაინის მოქალაქის, "პუტინის პირადი ტყვის" განმათავისუფლებელ ბრძოლასთან, მაშასადამე, ანგლოსაქსების ფარული მხარდაჭერით სარგებლობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომელშიც ბევრი მიშისტი მსახურობს, ვერ დაამარცხებს რუსულ ჯარს და ვერ დაიბრუნებს ყირიმს, მაგრამ უნარი შესწევს საქართველოში დესანტი გადმოსხას სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუ, რა თქმა უნდა, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციას მიიღებს.

   მოსკოვი ღიმილით უყურებს რუსული კინოს ვარსკლავის, ქაცარავას ტრასაზე მოხეტიალე თეატრის მოძრაობებს, მამუკას ბალანსზე გადასულსა და შაბაშმიღებულს, მაგრამ მოსკოვი ნანობს, რომ საქართველოს პარლამენტში, „ვერხოვნაია რადას“ კვალდაკვალ, ომის პარტია ჩამოყალიბდა! რომ ქართველებშიც გამოჩნდნენ ნეოფაშისტები, რომლებსაც სწყურიათ რუსეთთან ომი და სხდომათა დარბაზში, საქართველოს ჰიმნის ფონზე, თავიანთი ფიურერის - მიშტლერის გამოსახულებიან ბანერებს აფრიალებენ ტრიბუნებიდან ყვირილით - "განბა! ხეროიამ სლავა! თავისუფლება მიშას!“. მათ მეთაურობს სააკაშვილების ძმების ცოლი, უკრაინის ნაცპოლიციის ყოფილი მთავარი პოლიცაი ხატია დეკანოიძე - უკრაინელი პოლიცაების ნამდვილი მემკვიდრე, რომლებიც ნაცისტებს ჩექმებს ულოკავდნენ და თავიანთ თანამემამულეებს მათზე უარესად აწამებდნენ! მოსკოვს უკვირს, რომ საქართველოს პარლამენტარების - „მიშასა და მისი მარჯვენა მამუკას“ დელეგაცია უკრაინაში გაფრინდა, რუსეთის წინააღმდეგ ანგლოსაქსების მიერ ღიად პროვოცირებული ომის მხარდასაჭერად, ოღონდაც ამ მოსალოდნელი ომის „წყალი“ საქართველოს „გადაესხას“!

ამიტომ მოსკოვში ამ უაზრო და სამარცხვინო ანტირუსული პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, „თბილისი-მოსკოვი-თბილისის“ ზემოაღნიშნული რეისების ნებართვა გაიაშვილს არ მისცეს. სად არის გარანტია, რომ Georgian Airways-ის თვითმფრინავებს არ გაიტაცებდნენ ტერორისტები და არ მიმართავდნენ კრემლზე - „საქართველოს ოკუპაციისათვის შურისძიების მიზნით“, 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მომხდარი ტერაქტის სცენარით?! ანდა, რომ ამ რეისებით “ვნუკოვოშო“ არ ჩაფრინდებოდნენ შაჰიდის ქამრიანი ნინო ბურჯანაძე და ნატო ჩხეიძე, უწინ დუმას ხშირად რომ სტუმრობდნენ „მშვიდობის მტრედების“ მსგავსად „ზეთისხილის რტოებით ნისკარტში“, დღეს კი მიშას დროშის ტარი უჭირავთ?!

   მოსკოვი ვერ იჯერებს, რომ ქანთარია ეგოროვთან ერთად რაიხსტაგის თავზე დროშას კი აღარ აღმართავს, არამედ ნაცისტებთან ერთად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ანგლოსაქსები ბოლო 30 წელია ქართველებს ანტირუსულ პროპაგანდით ძილშიც კი წამლავენ! რომ აშშ-თან 30 წლიანი დიპურთიერთობის შედეგად, დღეს სტალინის სამშობლო პოლიცაების, ბანდერელებისა და სხვა ნეოფაშისტების მხარესაა! ანტირუსული პროპაგანდა ჯერ არავის გამოადგა - 1945 წელს ფაშიზმი დამარცხდა, ხოლო აშშ- 45- პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკული მედია ტყუილში ამხილა დაფეიკ მედიაუწოდა, მაგრამ თბილისი მაინც ვერ ბედავს ამხილოს მიშა-მამუკას ზემოთ ნახსენები ნაცისტური ტელეკომპანიები, რომლებიც რუსოფობიურ კამპანიებს ეწევიან! მოსკოვში ვერ ხვდებიან, თუ რატომ „ეთამაშებიან თბილისში ცეცხლს“ და როგორ შეიძლება რუსეთთან გქონდეს სავაჭრო ურთიერთობა, იყო რუს ტურისტებზე დამოკიდებული, ჭამო რუსული პური (საქართველოსთვის ხორბლის ერთადერთი მიმწოდებელი რუსეთია), რუსეთიდან ასობით მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო და ამავდროულად გამოაცხადო ისსაქართველოს ნომერ პირველ და ერთადერთ მტრად“!

მოსკოვი ხედავს, როგორ ცდილობენ ანგლოსაქსები და მათი ქართველი ემისრები დაუბრუნონ საქართველო 2008-2012 წლების პოზიციებს, რუსეთთან სატრანსპორტო კავშირების და სავაჭრო ურთიერთობების გარეშე, რომლებიც 2013 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღადგინა! მოსკოვი ხედავს, რომ მისი მოთხოვნების მიუხედავად, ანგლოსაქსები შეიარაღებას ერთდროულად აწვდიან უკრაინასა და საქართველოს (გასულ კვირას საქართველო აიძულეს, შეეძინა „ჯაველინების“ მორიგი, 26 მილიონ დოლარის ღირებულების პარტია და ეს - პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და ენერგომატარებლების ფასების ზრდის ფონზე, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია!). აი ასე უჭერენ მხარს“ საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებას მისისტრატეგიული მეგობრები-პარტნიორები“, რომლებმაც, ამასთან, აიძულეს თბილისი, მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, საქართველოში ნატოს საერთაშორისო წვრთნებისთვის მზადება მიმდინარე წლის მარტში დაეწყო! განა ეს ყველაფერი ხელს უწყობს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ანდა რუსეთის ვიზების გაუქმებას?! არა და, ვის და რა ჭირად გაახსენდება საქართველოში ნატო, ან ევროკავშირში მონური შრომა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და რუსეთის ვიზების გაუქმების შემდეგ?! სად, რომელ ქვეყნებში ან საქართველოს რომელ საზღვრებთან ვეძებოთ ამის მერე რუსეთთან ომის გამჩაღებლებელი, 2008 წელს ქვეყანა ელვისებურად რომ დატოვეს?!

   სააკაშვილის ციხეში ჩაყუდების შემდეგ, მთელი მსოფლიო ბოლოსდაბოლოს დარწმუნდა, რომ ისაა განუკურნებელი პაციენტი თანდაყოლილი ფსიქიკური აშლილობით, რის დამალვასაც ცდილობდნენ - მიაწერდნენ ხან ცრუ შიმშილობას, ხან - მის მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, და სახელმწიფოსგან ქრონიკული გიჟის განკურნებას მოითხოვდნენ! მაგრამ სააკაშვილი პრაქტიკულად რჩება საქართველოს ალტერნატიულ ლიდერად ციხიდანაც კი - ის ყოველდღიურად წერს დირექტივებს, რომლებსაც მყისიერად ავრცელებენ ზემონახსენები, ანუ მიშა-ხაზარაძე-კეზერაშვილის ჭუტავიზიები, გამოდის ვრცელი პოლიტიკური მოხსენებებით სასამართლოში, აბუჩად იგდებს რა ქართულ მართლმსაჯულებას, დიდი ტირაჟებით გამოიცემა მისი წიგნი - „მაინ კამპფის“ ქართული ვარიანტი და თბილისის ცენტრს დღესაც ამშვენებს "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა" ფასადზე მისი ხელმოწერით!

მოსკოვი კარგად ხედავს, რომ ქართველებს მხოლოდ საქართველოს წარსულზე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ - ქვეყნის აწმყოსა და მომავალს მათ ნაცვლად ანგლოსაქსები განსაზღვრავენ! დიახ, ქართველებს შეუძლიათ ხმის ჩახლეჩამდე იდაონ - ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი, ირაკლი მეორე, ნოე ჟორდანია თუ შევარდნაძე, ვინ მოკლა ზვიად გამსახურდია და ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, ქართველებს შეუძლიათ ააფეთქონ დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალი და აიღონ ერთადერთი ქართველი გენერალისიმუსის ძეგლი, ხოლო ამ დროს საქართველოში ამერიკის ელჩი მთავარსარდლობს და ქართველებს უბრძანებს, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტი“ გახსნას: საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონისთვის, დადგა კრიტიკული დრო რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო. შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, ისევე როგორც ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობა და კოორდინაცია აბსოლუტურად გადამწყვეტია რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ევროპული უსაფრთხოების პრინციპების შესანარჩუნებლად... ეს არის კრიზისი, რომელსაც ნამდვილად ქმნის რუსეთი! ახლა დროა საქართველოში ყველა პარტია, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური, გაერთიანდეს და ერთად იმოქმედოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩაშლის მცდელობის წინააღმდეგ. ეს ის საფრთხეებია, რომლის წინაშეც დგას საქართველოს ყველა მცხოვრები... რუსეთიდან მომდინარე საფრთხე საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც მის უფლებას განსაზღვროს საკუთარი გზა. ეს არის ის, რასაც რუსეთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსთან დაკავშირებით, - განაცხადა კელი დეგნანმა გასულ კვირას.

ვლადიმერ პუტინი სხვაგვარად ფიქრობს: ყველაფერს, რაც დღეს ხდება, ერთი მიზანი აქვს შეაჩეროს რუსეთის განვითარება ომში ჩათრევით. შეიძლება მოგწონდეს რუსეთის პრეზიდენტი, შეიძლება გძულდეს, მაგრამ რატომ არავინ ამბობს, რომ ის არაფერს ახალს და ორიგინალურს არ ამბობს?! ეს ყველაფერი ხომ უკვე არაერთხელ მომხდარა?! დიახ, სიონის ბრძენთა ოქმები სიყალბეა, „ფეიკი“, როგორც ტრამპი ამბობს, თუმცა მათ შემქმნელებს მკაფიო მიზანი ჰქონდათ - შეეჩერებინათ რუსეთის იმპერიის განვითარება, რათა ის დარჩენილიყო ჩამორჩენილ ქვეყნად, რომელიც ანგლოსაქსებს კონკურენციას ვერ გაუწევდა. პროტოკოლების საფუძველზე ცდილობდნენ დაერწმუნებინათ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ II, რომ მისი პროგრესული ფინანსთა მინისტრის, ტფილისელი სერგეი გავრილოვის, უკაცრავად - სერგეი ვიტეს რეფორმები იყო მსოფლიო ებრაული მასონური შეთქმულება, ამიტომ ვიტე სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან! თუმცა, ნიკოლოზ II სხვაგვარად მოიქცა - მან დააწინაურა ვიტე, დანიშნა იგი რუსეთის იმპერიის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, რადგან მისმა ეკონომიკურმა რეფორმებმა გამოიწვია უცხოური ინვესტიციების შემოდინება და მრეწველობის განვითარება, რისთვისაც მას "რუსული ინდუსტრიალიზაციის ბაბუას" უწოდებდნენ. თუმცა, სერგეი ვიტემ ვერ აისრულა თავისი მთავარი ოცნება - გადაექცია რუსეთი კონსტიტუციურ მონარქიად... მოხდა „ვარდების“, უკაცრავად, ოქტომბრის რევოლუცია და რუსეთის იმპერატორი მოკლეს, რადგან ნიკოლოზ II-ის ბიძაშვილმა - დიდი ბრიტანეთის იმპერატორმა გიორგ მეხუთემ ბოლო წუთს უარი თქვა მისთვის დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მიცემაზე! აი, ანგლოსაქსების ჭეშმარიტი სახე და მათი სოლიდარობის ფასი!

ის, რაზეც ვიტე ოცნებობდა, სტალინმა და ბერიამ განახორციელეს - მოახდინეს რუსეთის იმპერიის, ანუ საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია და აქციეს ის ანგლოსაქსების კონკურენტ ბირთვულ ზესახელმწიფოდ! და კიდევ - დასაჯეს ჰიტლერი, რომელმაც დიდწილად სიონის ბრძენთა ოქმების“ გავლენით ჰოლოკოსტი მოაწყო! ვინ დაობს - სსრკ-ში განათლება შეუდარებლად უკეთესი იყო, ვიდრე დღეს, ერთი გამონაკლისის გარდა - მაშინაც და ახლაც ისტორიის სწავლება ნაკლოვანი იყო, პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი. საბჭოთა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველაფერი, რაც მოხდა ოქტომბრის რევოლუციამდე, წარმოჩინდებოდა როგორც კაპიტალიზმისა და იმპერიალიზმის მახინჯი სახე, ადამიანის ადამიანზე ექსპლუატაციაზე დაფუძნებული; ხოლო საბჭოთა პერიოდიდან მაკრატლით ამოჭრეს სტალინი და ბერია - ისინი, ვინც ხერხემალში გადატეხა ფაშიზმი და შექმნა სსრკ... რა შეიძლება მოითხოვო დღეს იმ ადამიანებისგან, ვინც ისტორიას ფალსიფიცირებული სახელმძღვანელოებით სწავლობდა?! ისტორიის გაყალბება ძალიან ძვირად ჯდება - ნაცისტური პროპაგანდის მიერ გამოყენებული სიონის ბრძენთა ოქმები“ ებრაელ ხალხს მილიონობით სიცოცხლედ დაუჯდა, დიდი სამამულო ომის ისტორიის გაყალბების შედეგად, ანგლოსაქსებმა რუსეთი გამოაცხადეს "ბოროტების იმპერიად", ხოლო სსრკ - "ხალხთა ციხედ"!

ანგლოსაქსებმა ბევრი რამ შეძლეს: სსრკ-სა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ორგანიზაციის ლიკვიდაცია, ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, ზედ რუსეთის ფედერაციის საზღვრებამდე, გერმანიის გაერთიანება დასავლეთის და არა აღმოსავლეთის სექტორის ქვეშ, "ფერადი რევოლუციების" მოწყობა. ანგლოSEXებმა ვერ შეძლეს სსრკ-ის ხალხებისთვის ლგბტ-ღირებულებებისა და ერთსქესიანთა ქორწინების თავზე მოხვევა, მართლმადიდებლობის ლიკვიდირება და რუსეთის განვითარების შეჩერება ცივი ომი 2“-ით - ეკონომიკური სანქციებით. რუსეთმა მიიღო უახლესი ჰიპერბგერითი იარაღი, რომელიც ანგლოსაქსებს არ აქვთ, ხოლო პუტინმა გადაწყვიტა ხელახლა შეექმნა მოდერნიზებული რუსეთის იმპერია, როგორც რუსეთის ხსნის ერთადერთი გზა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 7 თებერვალი
საქართველო, თბილისი