სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციის დაშლის დროს 90-მდე ადამიანია დაკავებული. მათ შეეფარდათ ადმინისტრაციული პატიმრობა 2 თვემდე ვადით.
„ამასთან, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ორგანიზატორთა ნაწილი განიხილავდა არეულობისა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის გეგმას და ამ მტკიცებულებების ერთ ნაწილს ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
მან, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, მათ შორის, ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.