აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარი გახდა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9480 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება ლარი 2.9480 გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9867 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0387 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.3669 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.4248 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0579 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.