აქტუალური
საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან.
მხარეებმა შეაჯამეს პარლამენტის თავმჯდომარის 26 იანვარს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში განხორციელებული ვიზიტი და განიხილეს მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.