საზოგადოება
სახალხო მოძრაობა „სამეგრელომ“ 26 მაისი განსხვავებულად აღნიშნა

saxalxo_modzrროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ კვარაცხელიამ და ამ მოძრაობის წევრებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას, ბიუსტი, რომელიც 9 წლის წინათ სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ლიდერ ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივითა და ძალისხმევით დაიდგა ზუგდიდში.

„26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მე-20 წლისთავს, როგორც ხელისუფლება აცხადებს, არამედ აღვნიშნავთ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს. რაც შეეხება დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს დღე უნდა აღინიშნოს არა 26 მაისს, არამედ 9 აპრილს, რომელსაც, რატომღაც, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის ხელისუფლება უგულებელყოფს“, – აღნიშნა ზურაბ კვარაცხელიამ.