უცხოეთი
NATO-ს შემდეგ იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს ჩაიბარებს

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასრულების შემდეგ ნორვეგიის ცენტრალურ ბანკს (Norges Bank) უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება ნორვეგიის მთავრობამ მიიღო, რაც პრემიერ-მინისტრმა და ცენტრალური ბანკის ადმინისტრაციამ უკვე დაამტკიცეს.

სტოლტენბერგი Norges Bank-ს ექვსი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ტრიუგვი შლაგსვოლდ ვედუმის განცხადებით, იენს სტოლტენბერგი, „მისი ფინანსური და ადმინისტრაციული გამოცდილების გათვალისწინებით, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე ყველაზე შესაფერისი კანდიდატია.“

იენს სტოლტენბერგი ახალ თანამდებობას მიმდინარე წლის დეკემბერში დაიკავებს. NATO-ს გენერალური მდივანი მანმადე, 8 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, 4 წელი კი ქვეყნის ფინანსთა მინისტრი იყო.

სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ორი ვადით მუშაობდა. მისი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს იწურება.

bpn.ge