საზოგადოება
კელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილთან ჩართულობა აღარ გვაქვს მისი გადაწყვეტილების გამო, გასულიყო პოლიტიკიდან

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, მან გადაწყვიტა, პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე, ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა.

ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან”, – განაცხადა დეგნანმა.